საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები
ჩანახატები
სურათები
ისტორიები
პოეზია
SMS
სიმღერები
საინტერესო რჩევები
ფოტოალბომები
სხვადასხვა
ვიდეოები

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 150

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

რეკლამა

რეკლამა1

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


გიყვარდეთ ერთმანეთი


კვირა, 2024-05-19, 7:13 AM
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 2 » anuki da gio
8:28 PM
anuki da gio
- გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? - ჩასჩურჩულა გიომ ანუკის.
- როგორ?
- ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.
- კაი.
გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:
- ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა...
- რა იყო?
- არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე...
- მითხარი.
- უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და...
- და?
- ცოლად უნდა გამომყვე.
- რაა?!
- უნდა მოგიტაცო.
- გაგიჟდი??!
- არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით!
ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა, ისე.
- კაი, არ გინდა რა, ნერვიულობას აზრი არა აქვს, კარგად იქნება ყველაფერი.
- ჩემები რას იტყვიან?! - ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო.
- შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს, ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე.
- მომკლავს.
- ნუ სულელობ.
- და სად ვიქნებით ეს ორი-სამი დღე?
- საგურამოში, ბიძაჩემის სახლის გასაღები მაქვს.
- არავინ არ იქნება?
- არა.
- მაინც მეშინია, ამას ვერც ვიფიქრებდი...
- ნუ გეშინია, - ჩაეხუტა გიო, - ხო ხედავ, ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება.
მძღოლმა გაიღიმა.
- მგონი არ გამოგვივიდა, ხო? - გიოს ყურთან მიიწია ანუკი.
- გამოგვივიდა, - კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ.
ამ დროს, ანუკიმ შენიშნა, რომ უკვე გვარიანად გასცდენოდნენ მის სახლს.
- სად მივდივართ? - იკითხა დაეჭვებულმა.
მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია.
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1308 | დაამატა: mariko1-9-9-4 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მუსიკა

ძებნა

კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

რეკლამა2

რეკლამა3

Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz