საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები
ჩანახატები
სურათები
ისტორიები
პოეზია
SMS
სიმღერები
საინტერესო რჩევები
ფოტოალბომები
სხვადასხვა
ვიდეოები

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 150

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

რეკლამა

რეკლამა1

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


გიყვარდეთ ერთმანეთი


კვირა, 2024-05-19, 9:50 AM
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 4 » გიყვარდეს და არ იტანჯებოდე – შესაძლებელია?
1:01 PM
გიყვარდეს და არ იტანჯებოდე – შესაძლებელია?
გიყვარდეს და არ იტანჯებოდე – შესაძლებელია?

ჩანს, სიყვარული უმშვენიერესი გრძნობაა და ადამიანები, რომელთაც ის არასდროს გამოუცდიათ, თავს დაჩაგრულად გრძნობენ. შეყვარებული ადამიანი თავს იმდენად დამუხტულად გრძნობს, რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, მზადაა მიწასაც მოსწყდეს. ასეთი პერიოდი მაინცდამაინც დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ ზოგი ამ ხანმოკლე საჩუქრის მოწამვლასაც ახერხებს.

რატომ ვიტანჯებით, როცა გვიყვარს? და შეიძლება თუ არა "ვარდისფერი ხანის” ისე გავლა, რომ წუთიდან წუთზე, ყოველ წამს შავ სათვალეს არ ირგებდე და მერე საკუთარ თავს და ბედს არ დასტიროდე?

მიზანი და საშუალებები
უკვე ზრდასრულ ქალიშვილს დედა ეუბნება: "აი, გათხოვდები და მიხვდები, რა არის ბედნიერებაო”. – "მართლა?” – ჩაეკითხება შვილი. "ჰო, მართლა, მაგრამ გვიანი იქნება”, – პასუხობს დედა.

როგორაც უნდა ევლებოდეს მამაკაცი თავს ქალს, როგორაც უნდა ცდილობდეს, მაინც არსებობს უკმაყოფილო ქალების არმია, რომელიც გულში (ან ხმამაღლა) ამბობს: "რა უნდა მიხაროდეს? შემომთავაზებს ცოლობას და მერე იქნება კარგი”. თანაც ტანჯვა-წვალებას გაცნობიდან ერთი-ორი კვირის გასვლისთანავე იწყებს. ზოგი პირველსავე შეხვედრაზე ეკითხება კაცს: ცოლის მოყვანას თუ აპირებთო. ძნელი წარმოსადგენი არაა, ალბათ, მამაკაცის რექცია.

ძლიერ სქესს მარტო პასპორტში ჩარტყმული ბეჭდის კი არ ეშინია, ბევრი ფიქრობს, რომ ქალი ერთგვარ მისტიკურ ძალას ფლობს: მოგაჯადოვებს, მოგთაფლავს, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ და უკვე "დაბეჭდილი” ხარ. ამიტომ, ოდნავაც რომ იგრძნობს მმაჩის ბიუროსკენ ბიძგს, სასწრაფოდ ქრება.

რა უნდა ქნა? რომანის მიმართ ისეთი დამოკიდებულება კი არ უნდა გქონდეს, თითქოს ეს ბოლო შანსია, არამედ როგორც მსუბუქი თავგადასავლის მიმართ. იყავით ბედნიერი უკვე დღეს, და არა მაშინ, როცა მენდელსონის მარშის ხმას გაიგონებ. მიუშვით მოვლენები ბუნებრივი გზით, მიყევით დინებას – სანატრელ მიზნამდე ეს უფრო მიგიყვანთ, ვიდრე სასოწარკვეთილი ფართხალი.

"შენ- ჩემი ნარკოტიკი ხარ!"
სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობაა, რომ მასთან შედარებით ყველაფერი უფერული, უგემური და უინტერესო გეჩვენება. ზოგი ქალი დიდი ხნით "იჭედება” ამ მდგომარეობაში: სამსახურში წუთებს ითვლის დღის ბოლომდე, გატაცებებს თავს ანებებს, მეგობრებს აღარ ხვდება. ის (ერთადერთი) ხდება ემოციების – დადებითისა თუ უარყოფითის – ძირითადი წყარო. არ რეკავს – პანიკა; დარეკა – გიჟური სიხარული; დღეს შეხვედრა არ შეუძლია – ცრემლები ბალიშში მთელი საღამო; შეხვედრა დანიშნა - ბედნიერება ცნობიერების დაკარგვამდე. ისე "შეჯდება” ადრენალინის ამ ულუფაზე, რომ უკვე ხელოვნურად ქმნის პრობლემებს: გამოიგონებს მეტოქეებს, ეძებს ურთიერთობის გაციების ნიშნებს, წარმოიდგენს სიყვარულის უეჭველ დასასრულს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ საწინააღმდეგოში დარწმუნებისას არაადამიანური სიხარულით გაიხაროს. არადა, ეს მარტო ნერვულ სისტემას კი არ ანგრევს, არამედ დაშორებასაც აახლოებს. ყველა კაცს კი არ მოეწონება ეს "აიწონა-დაიწონას” თამაში.

რა უნდა ქნა? ნუ ჩაიკირებით სიყვარულში. განაგრძეთ სიამოვნების მიღება ცხოვრების იმ ნაწილიდანაც, რომელიც თქვენს რჩეულს არ უკავშირდება და თუკი ყოველ დღით ტკბობა არ იცით, სწორედ რომ დროა, ისწავლოთ. სიყვარულის "ნარკოზის” ქვეშ ამის გაკეთება გაცილებით ადვილია. იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანზე დამოკიდებულებას გაუმკლავდე, მისი დაკარგვის შიშზე უნდა იმუშაო და ცხოვრების ნდობა უნდა ისწავლო.

"გახდი ისეთი..."
ზუსტად იცით, როგორი უნდა იყოს საყვარელი ადამიანი და პირველ ხანებში ადამიანი, რომელსაც ხვდებით, შესანიშნავად პასუხობდა ამ მოთხოვნებს. მაგრამ ერთხელ მისი ქცევის რაღაც დეტალმა გაგკენწლა. რაც უფრო შორს წავიდა საქმე – მით მეტმა: სულ ახალ-ახალ ნაკლს ამჩნევთ. რეაქცია მათზე თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული: ან კომპრომატების შეგროვებას აგრძელებთ და ყოველ ჯერზე რწმუნდებით, რომ ეს სულაც არ არის ის, ვინც გჭირდება. ან ამ ნაკლთა გამოსწორებას იწყებთ. ერთიც და მეორეც ცუდი განწყობისკენ მიმავალი გზაა, რომელიც მოგვიანებით საყვარელი ადამიანის დაკარგვამდეც მიგიყვანთ.

რა უნდა ქნა? აღიარო, რომ იდეალი არ არსებობს. ამა თუ იმ ნაკლოვანებებისთვის ანგარიშის გაწევა ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ. საკითხავი მხოლოდ ისაა, მისაღებია თუ არა თქვენთვის საყვარელი ადამიანის კონკრეტული თვისებები? ზოგი ქალი, მაგალითად, ვერაფრით იტანს მამაკაცის მომჭირნეობას. სხვები კი ამას უფრო შემწყნარებლურად უყურებენ. იქნებ, ოჯახური ცხოვრებისთვის არც ისე ცუდია, თუკი ყველა სიტუაციაში კაცი ირჩევს უფრო იაფიან ვარიანტს?! ასე რომ ყველასთვის არსებობს ის, რაც მისაღები და ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ მიიღება.

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რომ არ მოწამლოთ, ნაკლის ნაცვლად მის ღირსებებს გაუსვით ხაზი. უმაღლესი პილოტაჟი – იმით აღფრთოვანების სწავლაა, რაც ადრე ნაკლად მიგაჩნდათ. ერთი ქალი ამბობდა: "ვგიჯდები, მისი მელოტი თავი მზეზე რომ ლაპლაპებსო!”

ეჭვიანობა – ნაკლი არ არის?
იჭვიანობა ღრმა, ამაღლებული და ერთობ დრამატული გრძნობა ჩანს. ზოგი მას სიყვარულის საზომადაც აღიქვამს. სინამდვილეში, ისეთი ნეგატიური შემადგენლებისგან შედგება, როგორიცაა წყენა, შური და შიში. სადღაა სიყვარულით გახარების ადგილი, თუკი ასეთი მძიმე გრძნობები გიღრღნიან გულს! გარდა ამისა, ეჭვიანობამაც მიჩვევა იცის, ზემოთქმული ნარკოტიკივით, როცა სასოწარკვეთილებასა («ვაიმე, ვიღაც სხვა ჰყავსო») და სოხარულს («მგონი, ამჯერად შევცდი») შორის აწყდები ნერვებს.

რა უნდა ქნა? თუკი თქვენი მეგობრის ქცევა გწყინთ, ღიად ესაუბრეთ ამის შესახებ. და თუ ეჭვიანობას არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს, იქნებ, ეს თქვენი პრობლემაა და მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში, როცა ეჭვების ტალღა დაგატყდებათ თავს, გულში გაიმეორეთ აფირმაცია: "ვენდობი სიცოცხლეს და საყვარელ ადამიანს. ვაძლევ სრულ თავისუფლებას, ვიცი, თუკი ამირჩია, ე.ი. მისთვის საუკეთესო ვარ”. სინჯეთ, იქნებ დაგამშვიდოთ.

წარსულის წნეხის ქვეშ
როცა, როგორც იქნა, საყვარელ ადამიანს შეხვდები, გინდა, სულ, სულ ყველაფერი უამბო საკუთარ თავზე! იმაზეც, როგორ მოგატყუა "ყოფილმა”, რა ძნელია მარტო ცხოვრება, როგორი სათუთი ჯანმრთელობა გაქვს. მაგრამ თანაგრძნობის ნაცვლად, ხედავ, რომ ძვირფასი თანამოსაუბრე თვალებს მალავს და თემის შესაცვლელად ეძებს საბაბს.

მამაკაცებს არ ესმით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულზე დაწოლილის გაზიარება, იმის შეგრძნება, რომ ჩვენს განცდებს თანაუგრძნობენ. როცა ისმენენ "მძიმე ხვედრის ქალის” აღსარებას, ფიქრობენ: «რას ელის ჩემგან? ჰქგონია, რომ დახმარება შემიძლია?» რადგან უკვე ვერაფერს შეცვლის, უხერხულობის განცდა ეუფლება და პირველი შეხვედრა უკანასკნელად გადაიქცევა.
რა უნდა ქნა? მოდუნდე და ისიამოვნო. იყო მშვიდი, პოზიტიური და მსუბუქი. ცუდმა მოგონებებმა შეიძლება უბრალოდ განწყობა შეცვალონ, შთაბეჭდილებები მოწამლონ. მოგვიანებით, როცა ამის საშუალება და დრო იქნება, მოახერხებთ ყველაფრის გაზიარებას და იმასაც უამბობთ, რა ცუდად იყავით მის გამოჩენამდე, მანამდე კი, უბრალოდ, გიხაროდეთ, რომ გვერდითაა!

კატეგორია: საინტერესო რჩევები | ნანახია: 1177 | დაამატა: naruto11221 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ნატა  
0
chemi azrit shesadzlebelia giyvardes da itanjebode es xdeba mashin roca mas ar uyvarxar roca shen giyvars.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მუსიკა

ძებნა

კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

რეკლამა2

რეკლამა3

Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz